ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემონსტრაცია დამსაკოში


დემონსტრაცია დამსაკოში
დემონსტრაცია დამსაკოში

ათობით ათასი სირიელი გამოვიდა დედაქალაქ დამასკოში გამართულ დემონსტრაციაზე პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდასაჭერად.

მიტინგის ორგანიზატორთა განცხადებით ამ აქციით მათ სირიის მხარდაჭერისთვის სურთ ჩინეთს და რუსეთს მადლობა გამოუცხადონ. თუმცა, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანა“ სრულიად საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ დემონსტრაციის მონაწილეები უცხო ქვეყნების დახმარებას ხაზგასმით უარყოფენ.

გასულ კვირას ჩინეთმა და რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო. რეზოლუცია სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ სადამსჯელო ოპერაციებს გადაჭრით გმობდა, რომელსაც უკვე 2, 900 სიცოცხლე შეეწირა. ჩინეთმა და რუსეთმა სირიის ხელისუფლებას მოუწოდა დაპირებული გარდაქმნები სასწრაფო წესით განახორციელოს.

XS
SM
MD
LG