ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება სირიის ალ რაქას პროვინციაში


აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაიჭრა

სირიის ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფი აცხადებს, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარი აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაიჭრა.

ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფი მოწმეების ჩვენებების საფუძველზე იუწყება, რომ ალ რაქას პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად ბენზინის გასამართი სადგური აფეთქდა.

უფლებადამცველი რამი აბდელრაჰმანი აცხადებს, რომ მოწმეებმა დაახლოებით 30 გვამი დაითვალეს. შესაძლოა გარდაცვლილთა რიცხვმა კიდევ იმატოს.
XS
SM
MD
LG