ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადი ამბოხებულებს უტევს


სამთავრობო ძალებმა ალეპოს რამდენიმე გარეუბანი დაბომბეს

სირიის ოპოზიციის აქტივისტების ცნობით, ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის ქალაქ ალეპოში ბრძოლები გრძელდება. ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა ალეპოს რამდენიმე გარეუბანი დაბომბეს. ასევე შეტაკებები გრძელდებოდა ქალაქის ქუჩებში. ოპოზიციის ინფრმაციის დადასტურება დამოუკიდებელი წყაროებით ვერ ხერხდება. ოპოზიციის აქტივისტების ცნობით, ბრძოლები მიმდინარეობს დამასკოს რამდენიმე რაონში და ქალაქ ჰომსში.
„ჰომსში საშინელი ვითარებაა. ასადი შვეულმფრენებით, თვითფმრინავებით, ტანკებით და რაკეტებით გვიტევს. იბომბება ჰომსი და ახლოს მდებარე რასტანი და თალბისეჰი. ვითარება ძალინ რთულია,“ - ამბობს სირიელი დევნილი აბუ მალიქი.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია სირიაში მიმდინარე ძალადობით, რომლის მსხვერპლიც სირიის მშვიდობიანი მოსახლეობაა.
XS
SM
MD
LG