ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საარტილერიო რეიდები სირიაში


რეიდების შედეგად, სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა

სირიელი აქტივისტების და სამედიცინო მედპერსონალის ცნობით, მთავრობის საარტილერიო რეიდების შედეგად, რომლებიც ამბოხებულთა მიერ დაკავებულ რეგიონებში განხორციელდა, სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა.

გუშინ გვიან ღამით და დღეს გამთენიისას საჰაერო თავდასხმები იდლიბის რაიონის ოთხ ქალაქში და ალეპოში განხორციელდა. სამედიცინო პერსონალის თქმით, დაღუპულთა შორის არაერთი ბავშვია.

ინტერნეტში განთავსებული თავდასხმების ამსახველი ვიდეო მასალა აჩვენებს, თუ როგორ არის განადგურებული შენობები და როგორ ამოაქვთ გარდაცვლილთა ცხედრები დანგრეული ნაგებობებიდან.

თუმცა, ამ ფონზე, აქტივისტების მტკიცებულებები და ვიდეო მასალის ავთენტურობის გადამოწმება ვერ ხერხდება.
XS
SM
MD
LG