ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია კასეტურ ბომბებს იყენებს


სირიის მთავრობა უკვე ფართოდ იყენებს რუსეთის მიერ წარმოებულ, აკრძალულ კასეტურ ბომბებს

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია - „ჰუმან რაითს ვოჩი“ ეჭვობს, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში სირიის მთავრობა ფართოდ იყენებს რუსეთის მიერ წარმოებულ, აკრძალულ კასეტურ ბომბებს. სირიამ უარყო ბრალდებები, ხოლო რუსეთმა განაცხადა, რომ „არ არსებობს ამის დამამტკიცებელი საბუთი.“

„ჰუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, სირიის სამთავრობო საჰაერო ძალების მიერ იდლიბის პროვინციაში ჩაგდებული ბომბი კასეტურია, რომელიც დაცემის დროს მცირე ნაწილებად იშლება და ამასთან დიდი ზიანის მომტანია. სირიის მთავრობა კასეტური ბომბის გამოყენების ბრალდებებზე აცხადებს, რომ მის არსენალში არც კი არის მსგავსი იარაღი:

„სირიის მთავრობა არ იყენებს რუსეთში წარმოებულ კასეტურ ბომბებს, რეგიონში უამრავი იარაღია და მომარაგება ხდება დიდი ოდენობით და არალეგალურად,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

თუმცა, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ორგანიზაცია - „ჰუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენელი, დევიდ მემფამი. მისი თქმით, არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ასადის მხარდამჭერი ძალები უკანასკნელი დღეების განმავლობაში ფართოდ იყენებენ კასეტურ ბომბებს:

კასეტური შეიარაღების ხელშეკრულებით, ამ ბომბების გამოყენება აკრძალულია მსოფლიოში, თუმცა, სირია მაინც იყენებს მათ. არის იმის მტკიცებულება, რომ სირიაში საბჭოთა კავშირის პერიოდის ჭურვებია მოხმარებაში, რაზაც მეტყველებს მექანიზმი, რომელიც არსებობდა ამ რეგიონში. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ როდის აღმოჩნდა ეს ბომბები სირიის შეიარაღებაში. ინახებოდა თუ არა კასეტური ჭურვები საწყობებში 20-ზე მეტი წელი, თუ სირიაში დაწყებული არეულობების შემდეგ აღმოჩნდა ქვეყენაში.“

არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, სადაც აღბეჭდილია ჭურვების ნამსხვრევევები, მაგრამ ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს ის ბომბები, რომლებიც მიწაზე დაცემის შემდეგ არ ფეთქდება. სწორედ ასეთი ჭურვით თამაშობს ერთ-ერთ ვიდეო მასალაში პატარა ბავშვი. დევიდ მემფამის განცხადებით, ეს ყოვლად მიუღებელი და სახიფათო შემთხვევაა:

თუ არ აფეთქდა, მაშინ მათი გაფანტვა ხდება დიდ ტერიტორიაზე. ეს არის მცირე ზომის მეტალის, ბრჭყვიალა ბომბები, რომლებიც პატარა ბავშვებს იზიდავს. ინტერესის გამო ისინი ხელში იღებენ მათ და დეტონაციას ახდენენ.“

„ჰუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, ბომბების დიდი ნაწილი დამასკოდან ალეპოს მიმართულებით მიმავალ მთავარ გზატკეცილზე იყო ჩაყრილი. ამ გზატკეცილზე კონტროლის დამყარებისთვის მთავრობას და მეამბოხეებს შორის უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ბრძოლა.

თავისუფალი სირიის არმია აცხადებს, რომ მის მიერ დაკავებული ქალაქი - მაარატ ალ ნუმანი, მთავარი გზის გადაკეტვის საშუალებას მისცემს. მათივე თქმით, ეს არის უფრო დიდი შეტევის წამოწყების დასაწყისი

მეამბოხეები, ძირითადად, იარაღის ნაკლებობას განიცდიან. ბომბდამშენები და საბრძოლო ვერტმფრენები კი მუდმივ საფრთხეს უქმნიან მათ. „ჰუმან რაითს უოჩის" წარმომადგენელი, დევიდ მემფანი შიშობს, რომ სირიის სამთავრობო ძალებს უფრო მეტ იარაღზე მიუწვდებათ ხელი:

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ სირიის მთავრობა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს ამონტაჟებს ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობა ცდილობს საზღვრამდე მივიდეს და შემდგომ გადაკვეთოს ის. კასეტური ბომბები კი, უკანასკნელ დროს უფრო ფართოდ გამოიყენება, ეს კი უშუალო საფრთხეა მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის“

მეამბოხეებს მწირი არსენალიდან, მხოლოდ რამდენიმე მძიმე საბრძოლო შეიარაღება გააჩნია, რომლითაც განაგრძობს წინააღმდეგობის გაწევას. მათ ბრძოლა მძიმე არტილერიის და ტანკების წინააღმდეგ უხდებათ. მომვალში კი მათ უფრო მძიმე გამოწვევა ელით. ეს არის მათი მისამართით გამოყენებული კასეტური ბომბები.
XS
SM
MD
LG