ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მეჩეთზე საჰაერო თავდასხმის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა


სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის ცნობით, ჩრდილოეთ სირიაში, მეჩეთზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა 42 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

ობსერვატორიის განცხადებით, ვერ დაადგინა თუ ვისი თვითმფრინავებით მოხდა თავდასხმა ალეპოს პროვინციაში.

შეერთებული შტატების სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში, მეჩეთის სიახლოვეს, ალ-ყაიდას შეკრებაზე საჰაერო თავდასხმა მოახდინა.

ამერიკის ცენტრალური სარდლობის პრეს-მდივანმა თქვა, რომ სამიზნე შენობა მეჩეთიდან დაახლოებით 15 მეტრით იყო დაშორებული, თვით მეჩეთი კი დღესაც ადგილზეა.

XS
SM
MD
LG