ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

60 მილიონი სირიელი ამბოხებულებისთვის


Feb. 28, 2013. (AP)
Feb. 28, 2013. (AP)

შეერთებულმა შტატებმა პრეზიდენტ ასადის ოპოზიციას ფინანსური დახმარება გამოუყო

შეერთებულმა შტატებმა სირიის ოპოზიციას სასწრაფო დახმარების სახით 60 მილიონი დოლარი გამოუყო, რაც საკვების, სამედიცინო საშუალებების შეძენას და არასასიკვდილო ღონისძიებების გატარებას მოხმარდება. დახმარება ოპოზიციის უმაღლეს სამხედრო საბჭოს გადაეცემა. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რომში გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულია ითანამშრომლოს სირიის ოპოზიციასთან, ქვეყანაში მშვიდობის დამყარების მიზნით.
„ოპოზიცია სირიელი ხალხის ლეგიტიმური ხმაა. და ეს პოზიცია ბაშარ ალ-ასადის მმართველობისგან სრულიად განსხვავდება, რომელმაც ლეგიტიმურობა დიდი ხნის წინ დაკარგა. მისი დრო ამოიწურა და ასევე უნდა ამოიწუროს მისი ძალაუფლება.“
XS
SM
MD
LG