ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება


სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება

სირიაში ფართომასშტაბიანი ანტი-სამთავრობო გამოსვლები გრძელდება. დღეს დილით სამთავრობო ქვედანაყოფებმა მძიმე არტილერიის დახმარებით სანაპიროს ქალაქი ბანასი დაიკავეს, რომელიც პრაქტიკულად ოპოზიციის მართვის ცენტრს წარმოადგენდა.

გუშინდელი შეტაკებების შედეგად ხელისუფლების მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის 31 ადამიანი დაიღუპა. მათი განცხადებით, მთავრობამ ქალაქში შესვლამდე ელექტროენერგია გამორთო და ოპოზიციას პრაქტიკულად ყოველგვარი კომუნიკაციის საშუალება მოუსპო.

სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „სანა“ იტყობინება, რომ შეიარაღებულმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ქალაქ ჰომსში შეტევა თავად წამოიწყეს. შედეგად ერთი ოფიცერი და ოთხი პოლიციელია დაღუპული.

პარასკევს სირიის უშიშროებამ დამასკოს გარეუბანში ოპოზიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიდერი - რიად სეიფი - დააკავა.

XS
SM
MD
LG