ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი ამბოხებულები ასადს ვადას აძლევენ


სირიის ამბოხებულთა მეთაურის განცხადებით, თუკი პრეზიდენტი ბაშარ-ალ ასადი გაეროს მიერ წარდგენილ სამშვიდობო გეგმას არ დაიცავს, მაშინ ამბოხებულები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებულ შეთანხმებას არ დაემორჩილებიან.

ინტერნეტით გავრცელებულ მიმართვაში, სირიის თავისუფალი არმიის წარმომადგენელი ქასიმ სადედინე, პრეზიდენტ ასადს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების დაცვისკენ მოუწოდებს და მას პარასკევს შუადღემდე აძლევს ვადას.

სირიის თავისუფალი არმიის ინფორმაციით, სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ ჰულაში, დღეს განხორციელებულ შეტევას კვლავ მსხვერპლი მოჰყვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, სტამბოლში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, სირიის ხელისუფლებას სამშვიდობო გეგმის დაუყონებლივი შესრულება მოსთხოვა.

შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში სუზან რაისმა ასევე განაცხადა: „სირიის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ვალდებულება აიღო, რომელიც არ სრულდება; თუ ანალოგიური ვითარება კვლავ გაგრძელდა მაშინ მას ადეკვატური შედეგები მოჰყვება. “

XS
SM
MD
LG