ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭო ახალ რეზოლუციას განიხილავს


რუსეთი მზად არის მხარი დაუჭიროს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც სირიაში კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის განხორციელებას შეუწყობს ხელს. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს წინადადება კოფი ანანის მუშაობის გაგრძელების გზები და ეს რეზოლუცია არ უნდა იყოს ულტიმატუმი.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს გვიან ნიუ-იორკში დაიწყება. დიპლომატები განიხილავენ საფრანგეთის წინადადებას რომელიც საპასუხო ზომების განხორციელებას ისახავს მიზნად, თუკი ასადის მთავრობა კოფი ანანის გეგმას არ დათახმებდა. გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი სირიელ ამბოხებულებს და მთავრობას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მოლაპარაკების დაწყებას სთავაზობს.

XS
SM
MD
LG