ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უშიშროების საბჭო ახალი რეზოლუციის მიღებას ცდილობს


უშიშროების საბჭო ახალი რეზოლუციის მიღებას ცდილობს
უშიშროების საბჭო ახალი რეზოლუციის მიღებას ცდილობს

გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, უშიშროების საბჭო კარგად აცნობიერებს სირიაში შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გადაჭრის მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ არაბული ლიგა და დასავლეთის ქვეყნები უშიშროების საბჭოში ახალი რეზოლუციის მიღებას ცდილობენ, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს გადადგომისკენ მოუწოდებს. ისრაელის პრეზიდენტთან შიმონ პერესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბან კი მუნმა განაცხადა, რომ სირიაში ყველა სახის ძალაოდბა უნდა შეწყდეს.

„ჩვენ ვერ მოვითმენთ მეტს ვიდრე პოლიტიკური პროცესი დასრულდება, რადგან ამ დროს ბევრი ადმიანი იღუპება. როდესაც მხარს ვუჭერ საკითხის პოლტიკურ გადაჭრას, ეს სავსებით გონივრულია. თუმცა, პირველ რიგში ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები რომელიც ადამიანთა სიცოცხლეს გადაარჩენს,“ - განაცხადა ბან კი მუნმა.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აღნიშნული რეზოლუციის მიღებას კი რუსეთი მკეთრად ეწინააღმდეგება. მოსკოვი თვლის, რომ აღნიშნული რეზოლუცია სირიაში ვითარებას უფრო დაძაბავს.

XS
SM
MD
LG