ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მხარს არ უჭერს სირიის წინააღმდეგ სანქციებს


რუსეთი მხარს არ უჭერს სირიის წინააღმდეგ სანქციებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით მოსკოვი მხარს არ დაუჭერს გაეროს მიერ სირიის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას.

ბატონი ლავროვის თქმით ეს არ იქნება სამართლიანი და პროდუქტიული გადაწყვეტილება. რუსეთის მზად არის სირიის კრიზისის მოსაგვარებლად კონსტრუქციული წინადადებები განიხილოს, მაგრამ გაეროს რეზოლუცია არ უნდა იყოს სირიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების დაწყების საბაბი.

ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის და არაბული ქვეყნების დიპლომატების გეგმის შემუშავების დროს გააკეთა, რომელიც სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ ძალაუფლების გადაცემას ითვალისწინებს.

ამასობაში პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ სირიის მთავრობა ადრე თუ გვიან გააცნობიერებს, რომ ცვლილებებისთვის ხელის შეშლას ის ვერანაირი ძალადობით ვერ შეძლებს.

XS
SM
MD
LG