ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში კვლავ ანტისამთავრობო გამოსვლებია


რუსეთში კვლავ ანტისამთავრობო გამოსვლებია

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ორი კვირა რჩება.

რუსეთში კვლავ ანტისამთავრობო გამოსვლებია. მოსკოვის ცენტრალურ მაგისტრალებზე ასობით მძღოლი პრემიერ-მინისტრ პუტინისგან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

თეთრი ბუშტებით და ბაფთებით მორთული მანქანები მოსკოვში დღეს დილიდან მოძრაობენ. მათი ძირითადი მარშრუტი „სადოვოე კალცოს“, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე 16 -კილომეტრიან მარყუჟს მოიცავს.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ორი კვირა რჩება. ექსპერტები გამარჯვებას ყოფილ ორი მოწვევის პრეზიდენტს და ახლანდელ პრემიერს, ვლადიმერ პუტინს უწინასწარმეტყველებენ. ის 2000 წლიდან მოყოლებული 12 წლის მანძილზე რუსეთის ოფიციალური ან არაოფიციალური ლიდერია. პუტინის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახება გაკეთებულმა განცხადებამ რუსეთში საპროტესტო აქციების ისეთი მასშტაბური ტალღა გამოიწვია, რომლის მაგვარიც ქვეყანას საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ არ ახსოვს.

XS
SM
MD
LG