ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიული "მარში ცენტრალური სკვერისკენ"


სირიული "მარში ცენტრალური სკვერისკენ"
სირიული "მარში ცენტრალური სკვერისკენ"

ოპოზიციის მიერ გადაღებულ ვიდეო მასალაზე სირიის 30-მდე ქალაქია ასახული, სადაც მოსახლეობა არაბული ლიგის დამკვირვებლების შესახვედრად ქალაქის ცენტრალურ მოედნებზეა თავმოყრილი

სირიაში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში არაბულ ერთა ლიგის დამკვირვებლები ჩავიდნენ, სირიელი ოპოზიცია მათთვის საკუთარი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციები დღეს დილიდან სირიის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. სახელისუფლებო ძალებმა დემონსტრაციის მონაწილეებს ცეცხლი უკვე გაუხსნეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ათობით ათასი ადამიანია შეკრებილი სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ იდლიბში, სადაც მოსახლეობა დამკვირვებლების ჩასვლას მიესალმება.

დემონსტრაციებს ოპოზიციამ „სვლა ცენტრალური სკვერისკენ“ უწოდა.

ოპოზიციის მიერ გადაღებულ ვიდეო მასალაზე სირიის 30-მდე ქალაქია ასახული, სადაც მოსახლეობა არაბული ლიგის დამკვირვებლების შესახვედრად ქალაქის ცენტრალურ მოედნებზეა თავმოყრილი.

XS
SM
MD
LG