ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კიდევ 13 გვამი იპოვეს


სირიაში გაეროს დამკვირვებლებმა მთავრობას ახალი ბრალდებები წაუყენეს, რომელიც უკავშირდება 13 გვამის აღმოჩენას. მათი განცხადებით, დაღუპულები სიკვდილით დასაჯეს, რასაც აშშ-ის მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ძალადობის ესკალაციის გამო შეერთებული შტატები არ გამორიცხავს გარე ძალების სამხედრო ინტერვენციას.

უკანასკნელი ინციდენტი დეირ ელ ზურის პროვინციაში მოხდა. აღმოჩენილ გვამებს ახვეული თვალები და უკან შეხვეული ხელები ჰქონდათ. გაეროს მისიის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ზოგიერთ მათგანს თავში მიყენებული ჰქონდა ჭრილობა ახლო მანძილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან.

XS
SM
MD
LG