ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვეიცარია რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს


შვეიცარია, დავოსი

შვეიცარიამ ევროკავშირის სანქციები თავადაც დაუწესა ბელარუსს და რუსეთს. შეზღუდვები დამატებით შეეხო 100 ინდივიდს და ერთეულს, რომელთაც ფინანსური და სამოგზაურო სანქციები უწესდება.

აღნიშნული განცხადება ფედერალურმა საბჭომ დღეს გააკეთა. შვეიცარია ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, თუმცა იღებს მონაწილეობას გაერთიანების ცალკეულ შეთანხმებებში.

შვეიცარიის სანქციების სია, რომელიც ემთხვევა ევროკავშირის სიას, სამხედრო პერსონალსაც მოიცავს, რომელიც პასუხისმგებელია კიევის შემოგარენში, ქალაქ ბუჩაში ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულზე. სიაში ასევე არიან ინდივიდები და ერთეულები, რომლებიც აქტიურნი არიან პოლიტიკისა და დეზინფორმაციის კუთხით.

საბჭომ ასევე დაამტკიცა ოთხი ახალი რუსული და ბელარუსული ბანკის, მათ შორის "სბერბანკის" - რუსეთის ყველაზე დიდი ბანკის, სვიფტიდან გარიცხვის გადაწვეტილება.

XS
SM
MD
LG