ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთის პრემიერმა პარლამენტის ნდობის მანდატი დაკარგა


შვედეთში კანონმდებლებმა პრემიერ-მინისტრ სტეფან ლევენის გადაყენებას მხარი დაუჭრეს. დღეს, პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე, მან ნდობის მანდატი დაკარგა. ლევენი პრემიერის მოვალეობას მხოლოდ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე შეასრულებს.

კენჭისყრა 9 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. არჩევნებზე ანტიემიგრანტულმა შვედმა დემოკრატებმა 62 ადგილი მოიპოვეს, მმართველმა ცენტრისტულმა სოციალ-დემოკრატებმა - 144, მემარჯვენე ცენტრისტული ალიანსის კოალიციამ კი - 143.

ბოლო წლებში, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, შვედეთსაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და სამხრეთ აზიიდან ჩასულმა იმიგრანტების ნაკადმა. იმიგრაციის ამ მზარდმა ტალღამ ამომრჩეველთა პოლარიზება გამოიწვია და დღეს შვედეთისთვის აქამდე დამახასიათებელი მყუდრო პოლიტიკური კონსენსუსი მკვეთრად დანაწევრებულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG