ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ არის სიუზან რაისი?


სიუზან რაისი

სიუზან რაისის დიპლომატიური მიღწევები რესპუბლიკელ კონგრესმენთა კრიტიკამ დაჩრდილა

რაისი გასული საუკუნის 90-იან წლებში პრეზიდენტ კლინტონის სპეციალური ასისტენტი და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში აფრიკის საგარეო საქმეთა აღმასრულებელი დირექტორი იყო.

მოგვიანებით სიუზან რაისი ბარაკ ობამას 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში ეროვნული უსაფრთხოების საქმეებში მთავარი მრჩეველი იყო. 2009 წელს, როდესაც ბარაკ ობამა პრეზიდენტი გახდა, რაისი გაეროში შეერთებული შტატების ელჩად დანიშნეს. ამერიკის ისტორიაში ამ პოსტზე შავკანიანი ქალი პირველად დაინიშნა. მისი ელჩობის დროს გაერომ ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები გაატარა. მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლიბიაში სამხედრო ინტერვენციის რეზოლუციის შექმნაში.

ბოლო დროს, სიუზან რაისის მიღწევები მის მიმართ კრიტიკამ დაჩრდილა. რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა 48 წლის დიპლომატს ამერიკის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა დასწამეს. რაისმა 2012 წლის 11 სექტემბერს ლიბიაში ამერიკის საკონსულოზე თავდასხმა არა ორგანიზებულ ტერორისტულ აქტად, არამედ პროტესტის გაგრძელებად შეაფასა.
XS
SM
MD
LG