კვირას, რუსული სასამართლოს წინაშე წარსდგა რუსეთში მოკლული ამერიკელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადამიანი.
34 წლის კატერინა სეროუს ცხედარი შაბათს, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის ტყიან მიდამოში იპოვეს, მოსკოვიდან 400 კმ-ის დაშორებით. სეროუ, რომელიც ადგილობრივ უნივერსიტეტში სწავლობდა, სამშაბათს გაუჩინარდა.
მოკლულის დედა, ბეკი სეროუმ, რომელიც შტატ მისისიპის ქალაქ ვიკსბურგში ცხოვრობს, აშშ-ის ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოსთან მისი შევილის მიერ გაგზავნილი ბოლო შეტყობინების შესახებ ისაუბრა. „უცხო ადამიანის ავტომობილში ვზივარ, იმედია არ გამიტაცეს“ - ეს არის ბოლო გზავნილი, რაც ბეკიმ კატერინასგან მიიღო.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“, ადგილობრივ სასამართლოზე დაყრდნობით, მკვლელობის სცენას აღწერს. ამ ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ალექსანდრე პოპოვმა, კატერინას საკუთარი ავტომობილით დამგზავრება შესთავაზა, შემდეგ ტყეში წაიყვანა, სცემა და სასიკვდილოდ დაჭრა. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, პოპოვს კრიმინალური წარსული აქვს.
მკვლელობის დამტკიცების შემტხვევაში, დაკავებულს სიცოცხლის ბოლომდე პატიმრობა ემუქრება.
საინფრომაციო საშუალებების ინფორმაციით, სეროუ კალიფორნიიდან რუსეთში 2019 წელს გადავიდა. ადგილობრივ უნივერსიტეტში ის სამართალს სწავლობდა.
მოკლულის დედა ამერიკის ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოსთან საუბრისას ამბობს, რომ მისი შვილი იმ დღეს საავადმყოფოში წასვლას ჩქარობდა. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ აღმოჩნდა უცხო ადამიანის ავტომობილში.
„ვფიქრობ, როცა შენიშნა, რომ მძღოლი კლინიკის ნაცვლად, ტყისკენ მიდიოდა, პანიკაში ჩავარდა.“ - აცხადებს მოკლულის დედა.
Facebook Forum