ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიუზან რაისის პროფილი


კლინტონის სავარაუდო შემცვლელს ძლიერი რეზიუმე და ბარაკ ობამასთან მჭიდრო ურთიერთობა გააჩნია

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჰილარი კლინტონის შემცვლელად ამერიკის ელჩი გაეროში სიუზან რაისი განიხილება. თუმცა, მისი კანდიდატურის დასახელების შემთხვევაში, ქალბატონ რაისს პოსტზე დამტკიცებამდე რთული გზის გავლა მოუწევს. ყველაზე ძნელი კი კონგრესში რესპუბლიკელთა კრიტიკის გადალახვა იქნება, რომლის მთავარი თემაც ლიბიაში ამერიკის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმაა. დეტალებს სიუზან რაისის პროფილის შესახებ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მარგარეტ ბეშერი ნიუ იორკიდან არკვევდა.
შეიძლება ითქვას, რომ სიუზან რაისი ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში ბავშვობიდან ტრიალებს. ის ფედერალური რეზერვის სისტემის მმართველის ქალიშვილია. გამორჩეული იყო კალიფორნიაში, სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლის დროს. ხარისხის დაცვა უკვე ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძო. მისი პოლიტიკური ვარსკვლავი პირველად ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს ამობრწყინდა, როდესაც ქალბატონი რაისი აფრიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ დაინიშნა.
სიუზან რაისი ბარაკ ობამას პრეზიდენტის პოსტზე თავიდანვე უჭერდა მხარს. შესაბამისად, ობამას გამარჯვების შემდეგ, რაისმა გაეროში ამერიკის ელჩის თანამდებობა დაიკავა. ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ბოსკო ამბობს, რომ სიუზან რაისს საკმაოდ ძლიერი რეზიუმე და ბარაკ ობამასთან მჭიდრო ურთიერთობა გააჩნია.

„მას კარგად ესმის, თუ როგორ მუშაობს ამერიკის საგარეო პოლიტიკური მექანიზმი და ვფიქრობ, ეს განსაკუთრებით დასაფასებელია. ასევე ძალიან ღირებულია, მისი ურთიერთობა პრეზიდენტთან. ეს სახელმწიფო მდივნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როცა მასთან ურთიერთობენ უცხო ქვეყნების ლიდერები და დიპლომატები, მათ იციან, რომ ამით ურთიერთობა აქვთ თავად პრეზიდენთან."

გაეროში, სიუზან რაისს საკმაოდ მწვავე კამათი ქონდა მის რუს კოლეგასთან, რომელიც ცნობილია, როგორც რთული მომლაპარაკებელი.
11 სექტემბერს ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ამერიკის საკონსულოზე მოხმდარი თავდასხმის შემდეგ სიუზან რაისი რესპუბლიკელთა კრიტიკის ობიექტი გახდა. საქმე იმაში იყო, რომ ბენღაზიში მომხდარი თავდასხმიდან ხუთი დღის შემდეგ, რაისმა განაცხადა, რომ პირველადი სადაზვერვო ცნობებით ეს იყო სპონტანური დემონსტრაცია, რომელმაც „მძიმედ შეიარაღებული პირები მოიზიდა.“ თუმცა, ამის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციამ თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა. რაისმა შემდეგ განაცხადა, რომ მისი განცხადება ეყრდნობოდა იმ ინფორმაციას, რომელიც მას სადაზვერვო თანამეგობრობამ მიაწოდა.

„მე არ ვფიქრობ, რომ ის იმსახურებს დაწინაურებას. ქვეყანაში უამრავი კვალიფიციური ადამიანია, რომელთა შორისაც პრეზიდნეტს შეუძლია არჩევანის გაკეთება.“

თუმცა, რესპუბლიკელთა კრიტიკის მიუხედავად სიუზან რაისს პრეზიდენტ ობამას მხარდაჭერა გარანტირებული აქვს.
XS
SM
MD
LG