ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატენტი და გენური ინჟინერია


შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო ინტელექტუალური საკუთრების საკითხს განიხილავს, რომელიც ადამიანის გენებზე სამეცნიერო მუშაობის დროს წარმოიშვა.

ამერიკული კომპანია „მირიად ჯენეტიკსი“ მკერდის კიბოსთან დაკავშირებული ორი გენის დაპატენტებას ითხოვს, რომელთა მუტაციის თავიდან ასაცილებლად მეცნირებმა ახალი გენეტიკური ფორმები შექმნეს.

ბიოტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიის მესვეურთა განცხადებით, მათ რამდენიმე მილიარდი დოლარი დაუჯდათ ამ პრობლემაზე მუშაობა, რომლის დროსაც მუტაციის საწინააღმდეგო სპეციალური ვაქცინა შეიმუშავეს.
თუმცა კომპანიის ოპონენტები აცხადებენ, რომ მათთვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭება სამედიცინო სფეროში ახალ აღმოჩენებს შეუშლის ხელს.
XS
SM
MD
LG