ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

4 ამერიკელი დაიღუპა ბაგრამის აეროპორტთან მომხდარ აფეთქებაში


ავღანეთის უსაფრთხოების ძალები იერიშის ადგილზე

ავღანეთში, თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილ აფეთქებაში 4 ამერიკელი დაიღუპა. აქედან 3 ჯარისკაცია, მეოთხე კი კონტრაქტით მომუშავე სამოქალაქო პირი.

აფეთქება ორშაბათს საღამოს, ქაბულიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე ბაგრამის საჰაერო ბაზასთან მოხდა. ეს შეერთებული შტატების ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა ავღანეთში.

მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. აფეთქებაში სამი ამერიკელი ჯარისკაციც დაიჭრა, რომელთა მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. 2019 წლის დასაწყისიდან, ავღანეთში 7 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG