ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში პარასკევს დაღუპულთა შორის უმეტესობა ბავშვია


გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დღეს დაადასტურა, რომ ამერიკული სამხედრო ავიაციის მიერ შაბათს განხორციელებული იერიშის დროს, სულ ცოტა, 13 სამოქალაქო პირი დაიღუპა. გაეროს განცხადებით, მათი უმრავლესობა ბავშვია.

იერიში შაბათს გამთენიისას, ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე, ყუნდუზის პროვინციაში განხორციელდა. შეერთებული შტატების ძალების სამიზნე თალიბები იყვნენ. "მისია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ წინასწარი მონაცემებით, მოკლულთა შორის 10 ბავშვია" - აცხადებს გაერო.

შეერთებული შტატების ავიაციის მიერ მოწყობილ რეიდს წინ უძღოდა 2 ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვა. პარასკევს, თალიბების თავდასხმის შედეგად, შეერთებული შტატების და ნატოს მეთაურობით მოქმედი შეიარაღებული ძალების ცნობით, ავღანეთში რამდენიმე ადგილობრივ მეომართან ერთად, ორი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს.

ავღანეთში სამოქალაქო დაპირისპირება 18-წელია გრძელდება. ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში, 3 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის 927 ბავშვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG