ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულის მეჩეთთან აფეთქებაში სულ ცოტა, 6 ადამიანი დაიღუპა


ავღანეთის ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ დღეს დილით, ქაბულის შიიტი მუსლიმების მეჩეთთან აფეთქება მოხდა. ინციდენტში სულ ცოტა, 6 ადამიანი დაიღუპა და 27 დაიჭრა.

ადგილობრივი პოლიციის ოფიცრებმა საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოს უთხრეს, რომ თვითმკვლელი ტერორისტი ჰუსეინიას მეჩეთის მახლობლად ცხვრებს მწყემსავდა. აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როცა მლოცველები მეჩეთიდან გამოდიოდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. მსგავს აფეთქებებზე პასუხისმგებლობას ხშირად თალიბანი, ან დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" იღებს.

შიიტი უმცირესობის წინააღმდეგ იერიში ავღანეთში იშვიათობას არ წარმოადგენს. საშუალოდ 30 მილიონი ადამიანით, შიიტები ქვეყნის დაახლოებით 15 პროცენტს შეადგენენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG