ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანის ავიაციამ სამხრეთ სუდანი დაბომბა


სამხრეთ სუდანის ოფიციალური პირების და თვითმხილველებისს განცხადებით, სუდანის სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა სამხრეთ სუდანის სასაზღვრო ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. სამხრეთ სუდანის სამხედრო დაზვერვის მოადგილემ მაკ პოლმა ამ აქცია „ვითარების სერიოზული ესკალაცია“ და „სრული პროვოკაცია“ უწოდა. დაბომბვა მას შემდეგ განხორციელდა, რაც სამხრეთ სუდანის ძალებმა სადავო ქალაქი ჰეგლიგი დატოვეს, რომელიც 10 აპრილს დაიკავეს. ჰეგლიგი ორი ქვეყნის საზღვარზე ნავთობით მდიდარი რაიონია.

XS
SM
MD
LG