ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანის მხარეები კვლავ ვერ მორიგდნენ


სუდანის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქზე მიიტანეს.

სუდანის პრეზიდენტი ახლახანს სამხრეთ სუდანის მიერ განხორციელებული საავიაციო თავდასხმების გამო უარს აცხადებს სამხრეთ სუდანის მთავრობასთან მოლაპარაკებებზე.

ეს განცხადება ომარ ალ ბაშირმა ორშაბათს ნავთობით მდიდარ ქალაქ ჰეგლიგში გააკეთა.

თვითმხილველთა განცხადებით, სუდანის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბენთიუზე მიიტანეს. დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დაგმო სუდანის ქმედებები და მოუწოდა მთავრობას სასწრფოდ შეწყვიტოს თავდსხმები სამხრეთ სუდანზე.

XS
SM
MD
LG