ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ სუდანი-მსოფლიოს ახალი სახელმწფო


ორი თვე დარჩა სანამ სამხრეთ სუდანი დამოუკიდებელი და მსოფლიოს ახალი სახელმწფო გახდება. ამ ფონზე, გაერო შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის გამო, რომელსაც მეამბოხეები და შეიარაღებული დაჯგუფებები ახორციელებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა გმობს ამ ძალადობას და ყველა მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისგან, რომლებიც კონფლიქტსა და არასტაბილურობას შეუწყობს ხელს ამ გადამწყვეტ პერიოდში.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია სუდანის ჩრდილოეთსა და სამხრეთის რეგიონებში მეამბოხეებისა და შეიარაღებული ჯგუფებისთვის გაწეული გარე დახმარების შესახებ არსებული ინფორმაცია. ამერიკამ წარსულში არაერთხელ განაცხადა, რომ მსგავსი საქმიანობა სახიფათო და მიუღებელია. დესტაბილიზაციის ინსპირირება კონფლიქტის რომელიმე მხარის მიერ 2005 წელს ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას საფრთხის ქვეშ აყენებს და ამასთან, ხელს უშლის იმ გეგმის განხორციელებას, რომელიც ამერიკა-სუდანის ხელისუფლებას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

აშშ მთავრობა მოუწოდებს სუდანის ჩრდილოეთისა და სამხრეთის რეგიონების ლიდერებს ერთობლივად იღვაწონ რათა ქვეყნის შიდა უსაფრრთხოება იქნას უზრუნველყოფილი და მშვიდობიანი მეთოდებით მოხდეს სუდანის ერთი ნაწლის დამოუკიდებლობაზე გადასვლა. ამას კი ორივე მეზობელი სახელმწფოს უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრება უნდა მოჰყვეს.

XS
SM
MD
LG