ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური დაპირისპირება ეკონომიკასთან კავშირშია


სუმა ჩაკრაბარტი, პრეზიდენტი
სუმა ჩაკრაბარტი, პრეზიდენტი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შარშანდელ ეკონომიკური ზრდის პროგნოზში ცვლილებები შეიტანა, და ზრდის მაჩვენებელი შეამცირა. რა მდგომარეობაა წელს და რა ტენდენციებს ხედავს ბანკის ხელმძღვანელობა საქართველოს ეკონომიკურ აქტივობაში? ამერიკის ხმის ქართული რედაქციის კითხვას სუმა ჩაკრაბარტიმ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა უპასუხა:

სუმა ჩაკრაბარტი: საქართველოში ძალიან ღია ბიზნეს გარემოა. ამ ქვეყანამ უკვე რამდენიმე წელია ამ კუთხით კარგი მაჩვენებელი წარმოადგინა მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების კვლევებში. შესაბამისად, საქართველო კარგი ადგილია იმისათვის, რათა მან გლობალური ეკონომიკური განახლებით სარგებელი ნახოს.

საქართველოში ახლა მთავარი საკითხი მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა დაისახოს პოლიტიკური ხედვა მომდევნო რამდენიმე წელზე გათვლით-სადაც შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე აქცენტირების ნაცვლად წარმოდგენილი იქნება ეროვნულ მიდგომა ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, რაც კონსენსუსის საგანია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას შორის. სხვა სიტყვებით, იქ კარგი ბიზნეს-გარემოა და სჭირდება პოლიტიკური ხედვა. ამასთან ერთად, ქვეყანამ თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს გეოგრაფიული უპირატესობები. საქართველოს არ აქვს ნავთობი, მაგრამ ამ ქვეყანას აქვს წყლის რესურსი და შესაბამისად, ჰიდრო ენერგია მისი მნიშვნელოვანი წყაროა ელექტროენერგიის სხვა ქვეყნებისთვის მიწოდების მხრივ.

საქართველო, ამასთან, ასევე არის ძალიან კარგი რეგიონალური ლოჯისტიკური ცენტრი.

ჩემი ამასწინანდელი ვიზიტისას საქართველოში დავინახე ამ დარგებში ინვესტიციების საჭიროება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს კი აქ დახმარება სურს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველო მართლაც შეძლებს გადალახოს შიდა პოლიტიკური დაპირისპირება და დასახოს სამომავლო სტრატეგია ინვესტიციების მოსაზიდად, ის მართლაც კარგ შედეგს გვაჩვენებს.
XS
SM
MD
LG