ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვლევა: კაცების ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ნიღაბს ატარებს "მაგარი" არ არის


კორონავირუსის თემის ირგვლივ ბევრი კვლევა ტარდება. მაგალითად, ემუქრება თუ არა ის მწეველებს მეტად, ვიდრე სხვებს, ან ემართება თუ არა ეს ვირუსი ბავშვებს და ა.შ. მათ შორის ერთ-ერთია კვლევა იმაზე, თუ ვის ნაკლებად მოსწონს და სურს პირბადებიის ტარება. აღმოჩნდა, რომ კაცები ამ საკითხში ქალებზე ბევრად უფრო წუნია და პრეტენზიულები ყოფილან.

კვლევა ვალერიო კაპრარომ მიდელესექსის უნივერსიტეტიდან (ლონდონი) და ჰელენ ბარსელომ, მათემატიკური მეცნიერებების კვლევის ინსტიტუტიდან (ბერკლი, კალიფორნია) ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ამერიკელი კაცები ქალებზე უფრო ხშირად ტოვებენ სახლს დამცავი ნიღბების გარეშე. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ პირდაბის ტარება “სისუსტეა”.

“აღმოვაჩინეთ, რომ კაცები, ქალებზე მეტად არ ეთანხმებიან შემდეგს: “პირბადეს თუ ატარებ მაგარი ხარ” და ეთანხმებიან შემდეგს: “პირბადეს თუ ატარებ მაგარი არ ხარ”, “პირბადის ტარება სამარცხვინოა”, “პირბადის ტარება სისუსტის ნიშანია”, წერენ ავტორები.

“დამცავი პირბადის ტარება რთულია და ის მოითხოვს გარკვეული ცვლილებების განხორციელებას ჩვენს ჩვევებში. რისკი იმისა, რომ ხალხი ამას არ შეეჩვევა, საკმაოდ მაღალია”, ნათქვამია კვლევაში.

მსოფლიოს 50-ზე მეტმა ქვეყანამ შემოიღო კანონი, რომელიც

მოსახლეობას საჯარო დაწესებულებებში პირბადის ტარებას ავალდებულებს. ამჟამინდელი მონაცემებით, ამერიკის 14 შტატში სავალდებულოა ნიღბის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის დროს.

ამერიკის იმ შტატებში, სადაც სახის დამცავი ნიღბის ტარება კანონით სავალდებულო არ არის, კაცები ქალებზე იშვიათად იკეთებენ პირბადეებს. “რეგულაციები, რომელიც კონკრეტულად სჯის კანონის დარღვევას ამ მიმართულებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი ქცევების შეცვლისთვის”, ამბობენ კვლევის ავტორები.

რამდენიმე კვლევა ამბობს, რომ კორონავირუსს კაცებზე უფრო მძიმე გავლენა აქვს, ვიდრე ქალებზე. ასევე, ქალებზე მეტად, კაცები არიან კორონავირუსისგან გარდაცვალების საფრთხის წინაშე.

მიუხედავად ასეთი ინფორმაციის არსებობისა, კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ “კაცებს ქალებზე ნაკლებად სჯერად იმისა, რომ ისინი კორონავირუსით მძიმედ დაავადდებიან და ეს ნაწილობრივ ხსნის ამ გენდერულ სხვაობას იმაში, თუ რატომ არ სურს ხალხს პირაბდეების ტარება”.

“აღმოვაჩინეთ, რომ კაცები, ქალებზე მეტად არ ეთანხმებიან შემდეგს: “პირბადის ტარება მოდურია” და ეთანხმებიან შემდეგს: “პირბადის ტარება არ არის მოდური”, “პირბადის ტარება სამარცხვინოა”, “პირბადის ტარება სისუსტის ნიშანია”, წერენ ავტორები.


კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც Gallup/Knight Foundation-მა ჩაატარა, აჩვენა, რომ მამაკაცების 38%-ს არასდროს გაუკეთებია დამცავი ნიღაბი ან სახის დამცავი ნებისმიერი სხვა საშუალება სახლიდან გასვლის დროს. კვლევა 14-იდან 20 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ კვლევის მონაწილეთა 37%, ვისი ასაკიც 18-დან 34-წლამდე მერყეობდა, ამბობდა, რომ პირბადე ისეთივე, ან მეტად ეფექტურია კორონავირუსისგან დასაცავად, როგორც ხელების დაბანა.

კვლევაში მონაწილებდნენ ისინიც, ვინც 55 წლისა და მეტის იყოს, მათი უფრო დიდი წილი, 51% ამბობდა, რომ პირბადე ეფექტური დაცვის საშუალებაა კორონავირუსისგან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG