ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული ლიგა ისრაელს აკრიტიკებს


Smoke rises after shells exploded in the Syrian village of al-Rafeed, close to the cease-fire line between Israel and Syria, as seen from the Israeli occupied Golan Heights May, 7, 2013.

ისრაელი სირიაში აქტიურ სამხედრო ქმედებებს იწყებს

აფეთქებები, რომელმაც დამასკოს ცა გაანათა, ნათელი მოჰფინა დილემას, რომელიც არაბული სახელმწიფოების წინაშე იდგა სირიის სამოქალაქო ომთან დაკავშირებით.

არაბულმა ლიგამ ბაშარ ალ-ასადის ხელმძღვანელობით სირია ორგანიზაციიდან გარიცხა, თუმცა ახლა აქტიურად დაგმეს ისრაელის მხრიდან სირიაზე განხორციელებული დაბომბვების გამო. დამატებით საყვედური ისრაელს არაბული ლიგის მხრიდან შეეხო, რადგან ლიგა ცდილობს აღადგინოს ათწლეულის წინ წამოყენებული სამშვიდობო გეგმა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს აღიარებას ისახავს მიზნად.

ასევე არსებობს სექტანტური ფაქტორიც. ქვეყნები, სადაც სუნიტები უმრავლესობას წარმოადგენენ, სირიის სუნიტური ოპოზიციის მხარდამჭერები გახდნენ, იმისათვის რომ, შიიტების მიერ მართულ ირანს არაბულ სამყაროში ინტეგრაცია ჩაეშალოს. ასევე არსებობს ფარული გამართლებაც ისრაელის გადაწყვეტილების გამო რომ, არ მისცეს ირანს საშუალება ბირთვული იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით.

თუმცა ირანის მხარდამჭერ ჰეზბოლას რეგიონში ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს, მისი ისრაელის საწინააღმდეგო პოზიციის გამო. სადაზვერვო სამსახურების წყაროები აცხადებენ რომ, ისრაელის დაბომბვა მიმართული იყო ირანული წარმოების რაკეტების ლიბანის შიიტური დაჯგუფებისთვის გადაცემის გამო. ეს ფაქტი სირიის ტერიტორიაზე ხდებოდა.

სირიელმა ჩინოვნიკებმა კი სიტუაციის სათავისოდ გამოყენება ცადეს და ისრაელი სირიის ამბოხებულებთან დააკავშირეს.

სირიის ინფორმაციის მინისტრი ომრან ალ ზუბი: სირიის სამხედროებს აქვთ უფლება და ვალდებულება დაიცვან საკუთარი ქვეყანა და ხალხი ნებისმიერი თავდასხმისგან როგორც შიგნით ისე გარეთ.

ამასობაში ისრაელის თავდასხმების შესახებ ბრალდებების მიუხედავად, საპასუხო სამხედრო რეაქციის სურვილი არ ჩანს.

როგორც ჩანს სირიის კონფლიქტის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. არაბული სამხედროების ინტერვენციის იდეამ არ გაამართლა. და არაბი სამხედროები ათობით წლის განმავლობაში ისრაელთან კონფლიქტს თავს ძველ ომებში განცდილი მარცხის გამო არიდებდნენ.
როგორც ჩანს ისრაელი აქტიურ სამხედრო როლს შეასრულებს სირიაში, რაც სექტანტური დაძაბულობის გავრცელების საფრთხეს წარმოშობს სირიის ტერიტორიაზე. ასევე მილიონობით დევნილს დამატებითი პრობლემები შეექმნება.
XS
SM
MD
LG