ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დროა ნატომ გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსა და რუსული აგრესიით დაზარალებულ ქვეყნებთან - სტოლტენბერგი


ესპანეთშის დედაქალაქ მადრიდში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე ყოველწლიური სესია გაიმართა. ორშაბათს, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან სიტყვით გამოსვლის დროს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს მიერ მიღებული და გაადგმული, მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა დახმარებას, რომელიც უკრაინამ აქამდე მიიღო რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ პუტინმა უკრაინაში ომის დაწყებით ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა: სწორად ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის ბრძოლისუნარიანობა და ნატოს მოკავშირეების ერთიანობა.

სიტყვით გამოსვლის დროს, სტოლტენბერგმა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მიმდინარე ბოლო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინეთისა და შევედეთის ნატოში გაწევრიანება ალიანსისა და დემოკრატიის გაძლიერებას და განმტკიცებას ნიშნავს.

ნატოს სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს კი, იენს სტოლტენბერგმა საქართველოც ახსენა.

"...ასევე დროა, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს ახლოს, თუ შორს მყოფ პარტნიორებთან - იმათთან, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსული აგრესიისა და ძალადობის გამო. [ისეთ ქვეყნებთან] როგორიცაა მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა არიან და ყველა ისეთ სახელმწიფოსთან, ვინც ჩვენსავით ფიქრობს მსოფლიოს გარშემო" - განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

XS
SM
MD
LG