ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი შაჰინი: საქართველოში, მილიარდერი ოლიგარქის გამარჯვების შემდეგ, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდა


სენატორი ჯინ შაჰინი კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე

დრამატული მოვლენების განვითარების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გაერთიანებული სხდომა განახლდა. სესიაზე, სიტყვით დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები გამოდიან.

სიტყვით გამოსვლისას, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა. მან 2012 წლის არჩევნები გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ საქართველოში მიმდინარე არჩევნებს თავადაც, ადგილზე აკვირდებოდა. სენატორი შაჰინი იხსენებს, რომ არჩევნები, რომელშიც „მილიარდერი ოლიგარქის მიერ მხარდაჭერილმა და დაფუძნებულმა“ პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაფასა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. სენატორი შაჰინი იხსენებს, რომ არჩევნების მეორე დღეს, მასთან შეხევედრის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა უნდა მომხდარიყო.

„ის რაც დღეს ხდება, არ არის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემა, ეს ასევე არის ახალგაზრდა დემოკრატიების პრობლემა, მთელს მსოფლიოში. როგორც სენატორმა რომნიმ თქვა, ჩვენ ისინი შეგვცქერიან, როგორც მაგალითს, ჩვენ ვართ ბრწყინვალე ქალაქი ბორცვზე. ჩვენ მათთვის, ვინც ჩაგვრას უმკლავდება, უკეთესი მომავლის იმედი ვართ.

ამ შენობაში მყოფთაგან ბევრის მსგავსად, მე ვმოგზაურობდი განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში, მთელს მსოფლიოში - ავღანეთიდან და ერაყიდან დაწყებული, დასავლეთ ბალკანეთის და აფრიკის ქვეყნებით დამთავრებული, და საქართველოში. 2012 წელს, საქართველოში ჩემს კოლეგასთან, სენატორ რიშთან ერთად ჩავედი, რათა ოფიციალურად, სენატის ეგიდით, დავკვირვებოდით არჩევნებს. არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და მოწინააღდეგე "ქართულ ოცნებას" შორის, რომელიც მილიარდერი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი და დაფუძნებული პარტია იყო, და ეს იყო ბრძოლა არა მხოლოდ პარლამენტზე, არამედ მთავრობაზე კონტროლის მოსაპოვებლადაც.

სენატორი რიში და მე, არჩევნების დღეს, უშუალოდ ვიმყოფებოდით რამდენიმე საარჩევნო უბანზე და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას დავეთანხმეთ, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნება“ იყო. მაგრამ, არსებობდა რეალური შეშფოთება ქვეყანაში იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ძალაუფლების დათმობას არ გეგმავდა. ეს შესაძლოა ძალადობის მიზეზი გამხდარიყო. ეს დაასრულებდა ახალგაზრდა, ახლადჩასახულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ტარდებოდა.

არჩევნების მეორე დღეს, ჩვენ შევხდით პრეზიდენტ სააკაშვილს. ნათლად მახსოვს, მივედით მასთან სახლში, დავსხედით და ვისაუბრეთ იმაზე, რომ დემოკრატიის მთავარი ნიშანი, რისთვისაც პრეზიდენტობის რვა წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდა, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა იქნებოდა მისთვის, ვინც ამომრჩეველმა აირჩია. ამრიგად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენ მოგვისმინა და მან მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება. მნიშვნელოვანია მომავალი თაობა აცნობიერებდეს, რომ ამერიკა, როგორც დემოკრატიები ყველგან, დაფუძნებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე“, - განაცხადა სენატორმა რიშმა.

კონგრესის გაერთიანებული სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სხდომამ აშშ-ის არჩევნების შედეგები ოფიციალურად უნდა დაადასტუროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG