დღეს, 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა მაიკ პომპეომ, პრეზიდენტ ტრამპის და ამერიკელი ხალხის სახელით, უკრაინელებს ეს დღესასწაული მიულოცა. „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის ფონზე, და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც იბრძოლა და თავი შესწირა უკრაინის თავისუფლებას“, - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის მილოცვაში.
ამავე განცხადებაში პომპეომ ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ ასევე მყარად უჭერს მხარს უკრაინას, ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების გზაზე, რეფორმებს, რომელთა მიზანი ხალხის კეთილდღეობის ამაღლება, უსაფრთხოების განმტკიცება და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფაა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას ღრმა ფესვები აქვს და ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის წარმატებას, კეთილდღეობას, დემოკრატიასა და თავისუფლებას“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
Facebook Forum