ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ზურაბიშვილს პრეზიდენტობას ულოცავს და საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებას იმედოვნებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებთ.

დეპარტამენტმის პრეს-მდივანის ჰედერ ნაუერტის განცხადებით, შეერთებული შტატები მიესალმება "ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანისუფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად წარმართვა შეეძლოთ. ჩვენ ასევე ვიზიარებთ მისიის და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეშფოთებას, სხვა საკითხებთან ერთად, სახელმწიფო რესურსების პარტიული კამპანიისთვის გამოყენების შემთხვევების გამო," ნათქვამია განცხადებაში.

"ეს ქმედებები, სრულიად თავისუფალი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარების თაობაზე საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას არ შეესაბამება და ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ეუთოს/ოდირის და სხვა დამკვირვებლების მიერ აღმოჩენილი ნაკლოვანებები აღმოფხვრას."

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ "ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის და დასავლური ინტეგრაციის მხარდაჭერას და გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას, საარჩევნო და დემოკრატიული რეფორმის სფეროში."

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG