ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჯონ კერი დასახელდა


ჯონ კერის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს

პარასკევს პრეზიდენტმა ობამამ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ჯონ კერის კანდიდატურა დაასახელა. კერი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობს. დასახელებული კანდიდატი სენატმა უნდა დაამტკიცოს. დამტკიცების შემთხვევაში ჯონ კერი ამ თანამდებობაზე ჰილარი კლინტონს შეცვლის, რომელმაც განაცხადა, რომ თანამდებობას ის ობამას პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებისთანავე დატოვებს. სენატორი მასაჩუსეტის შტატიდან და ვიეტნამის ომის ვეტერანი ჯონ კერი, პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველია, როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკურ საკითხებში. ის ასევე 2004 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი იყო დემოკრატიული პარტიიდან.
XS
SM
MD
LG