ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჰალიბარტონ ენერჯის“ ბრალეულობას აღიარებს


კომპანია თანახმაა გადაიხადოს ჯარიმის მაქსიმუმი, დაექვემდებაროს სამ წლიან შემოწმებას და თანამშრომლობა გააგრძელოს გამოძიებასთან

ამერიკული კომპანია „ჰალიბარტონ ენერჯი“ აცხადებს, რომ თანახმაა ბრალეულობა აღიაროს მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის სამხილის განადგურების საქმეში.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული მუხლით ბრალდება გუშინ შევიდა ლუიზიანის შტატის ფედერალურ სასამართლოში.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია თანახმაა გადაიხადოს ჯარიმის მაქსიმუმი, დაექვემდებაროს სამ წლიან შემოწმებას და თანამშრომლობა გააგრძელოს გამოძიებასთან, რომელიც მომხდარს იკვლევს.
„ჰალიბარტონის“ ინფორმაციით ჯარიმა ორასი ათას დოლარს შეადგენს.
„ჰალიბარტონი“ ცემენტის კომპანიაა, რომელიც „ბრიტიშ პეტროლიუმთან“ ერთად მუშაობდა მექსიკის ყურეში გიგანტური ჭაბურღილის გასაჭრელად. ჭაბურღილი 2010 წელს აფეთქდა.

ინციდენტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. სამი თვის განმავლობაში წყალში 5 მილიონი ბარელის მოცულობის ნავთობი ჩაიღვარა.
XS
SM
MD
LG