ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატასტროფის შედეგები


ნავთობის ტანკერის კატასტროფის დროს დაღუპულთა რიცხვი 50-ს გაუტოლდა

კანადის პოლიციამ დაადგინა, რომ გასულ კვირას ნავთობის ტანკერის აფეთქების შემდეგ 30 დაკარგული ადამიანი გარდაცვლილად უნდა ჩაითვალოს. კატასტროფის შედეგად მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვი ამით 50-ს უტოლდება.

ერთის გარდა, მატარებლის 72 ვაგონს ნავთობი გადაჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში მატარებლით ნავთობ პროდუქტების გადაზიდვა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა მაშინ როცა მილსადენებით გადაზიდვის მაქსიმალური მოცულობაა შევსებული, განსაკუთრებით კი კანადაში-ალბერტის პროვინციასა და ამერიკის ჩრდილოეთ დაკოტის შტატში მიმდინარე ბურღვითი ბუმის პირობებში.
XS
SM
MD
LG