ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორიზმი კანადაში


ირანის ხელისუფლება კანადაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაპატიმრებასთან ნებისმიერ კავშირს უარყოფს

კანადის პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა, რომელთაც ტორონტოს მატარებელზე ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ედებათ ბრალი.

„ეროვნული უსაფრთხოების ძალების მიერ ნებისმიერი ტერორისტის დაპატიმრება, კანადის მოქალაქეების, თუ ქვეყნის მოკავშირეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ტერორიზმთან მკაცრი ბრძოლის მკაფიო გზავნილს წარმოადგენს“ - განაცხადა ჯეიმს მალიზამ, კანადის სამეფო პოლიციის კომისრის თანაშემწემ.

გავრცელებული ინფორმაციით, კვალი ირანში ალ-ყაიდას ძალებამდე მიდის. ირანის ხელისუფლება კანადაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაპატიმრებასთან ნებისმიერ კავშირს უარყოფს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი აკბარ სალეჰი ბრალდებას „გაუგონარ სიყალბეს“ უწოდებს. ირანს და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2012 წლის შემდეგ გაწყვეტილია.
XS
SM
MD
LG