ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადაში ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააკავეს


კანადის პოლიციამ განაცხადა, რომ ორშაბათს დააკავეს ორი ადამიანი, რომლებიც ალ ყაიდასთან არიან დაკავშირებული და სამგზავრო მატარებლის აფეთქებას აპირებდნენ.

კანადის პოლიციამ ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩიჰებ ესეღაიერი და რეიდ ჯაზერი დააპატიმრეს. ისინი მონრეალისა და ტორონტოს მაცხოვრებლები იყვნენ.

პოლიცია აცხადენს, რომ ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულება აქვთ იმისთვის, რომ დაასკვნან, რომ ეჭვმიტანილები ტორონტოს ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებლის აფეთქებას აპირებდნენ.
XS
SM
MD
LG