ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიის პოლიციამ 4 ეჭვმიტანილი დააკავა


კატალონიის პოლიციამ ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით, გუშინ უკვე მეოთხე ეჭვმიტანილი დააკავა. ფეხით მოსიარულეებზე ავტომობილის გამოყენებით მოწყობილმა თავდასხმამ სულ მცირე 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავებულია.

კატალონიის პოლიციამ დაკავების შესახებ დღეს განაცხადა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიცია ჯერ კიდევ ეძებს ერთ-ერთი დაკავებულის ძმას, თუმცა უცნობია, მართავდა თუ არა ავტომობილს სწორედ ეს პიროვნება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მალევე აიღო ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG