ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში სატვირთო ავტომობილი ხალხში შეიჭრა. ქალაქის პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანია დაშავებული. მთავრობის ცნობით, დაიღუპა 13 და დაშავდა 50 ადამიანი.

ესპანური გამოცემა „ელ პერიოდიკო“ იუწყება, რომ „ლა ბოკერია ბაზრის“ მიდამოებში ისმოდა სროლის ხმა.

ქალაქის პოლიციის ცნობით, რამბლას ტურისტულ უბანში „დიდი შეჯახებები“ მოხდა. ამის შესახებ პოლიცია სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.

გამოცემა „ელ პაისი“ წერს, რომ ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებში შეჭრის შემდეგ მიიმალა.

თვითმხილველების თქმით, პოლიცია მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა და მეგაფონებში აცხადებდა, რომ საქმე „ტერორისტულ თავდასხმასთან“ აქვთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG