ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ესპანეთის კატალონიის ამომრჩევლები თავისი რეგიონული პარლამენტის წევრებს ირჩევენ. არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც სეპარატისტმა კანონმდებლებმა, ოქტომბერში დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადეს, ცენტრალურმა ხელისუფლებამ კი რეგიონის მთავრობა დაითხოვა და მისი წევრების ნაწილი დააპატიმრა.

წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, დამოუკიდებლობის მომხრე და ესპანეთთან კავშირის მომხრე პარტიებს თანაბარი მხარდაჭერა აქვთ. მოსალოდნელია, რომ ვერც ერთი პარტია უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონული მთავრობის სამართავად კოალიციის ჩამოყალიბება იქნება საჭირო.

დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 5.5 მილიონ ადამიანს აქვს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG