ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთი ქვეყნიდან 25 რუს დიპლომატს აძევებს


ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან 25 რუს დიპლომატს გააძევებს. ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანა არაა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ეს ევროპული ქვეყნების პასუხია რუსეთის ომზე უკრაინაში.

"გადავწყვიტეთ, რომ ესპანეთში რუსეთის საელჩოდან, გავაძევოთ რუსი დიპლომატები და თანამშრომლები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ",- თქვა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა განმარტა, რომ რუსების ესპანეთიდან გაძევება პასუხია "იმ საშინელ ქმედებებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა უკრაინაში, განსაკუთრებით კი ბუჩასა და მარიუპოლში".

"დანაშაულებები დაუსჯელი ვერ დარჩება",- თქვა ესპანეთის პირველმა დიპლომატმა.

რუსეთი უარყოფს, რომ ბუჩაში, ან უკრაინის ნებისმიერ სხვა მონაკვეთში სამოქალაქო მოსახლეობას კლავს. თუმცა, მათი მტკიცებების მიუხედავად, იტალიამ, შვედეთმა და დანიამ, ესპანეთის მგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს და რუსები თავიანთი ქვეყნებიდან გააძევეს.

XS
SM
MD
LG