ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთის პრემიერის ტელეფონი ჰაკერების სამიზნე აღმოჩნდა


ორშაბათს ესპანეთმა განაცხადა, რომ „უკანონო და გარე“ ჩარევით, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის და თავდაცვის მინისტრ მარგარიტა რობლის მობილურ ტელეფონებზე, საჯაშუშო პროგრამა „პეგასუსით“ მიყურადება ხდებოდა.

გასულ წელს მოხდა მათი ტელეფონების ინფიცირება პროგრამით, რომელსაც ისრაელში ბაზირებული ფირმა NSO ფლობს. მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადების თანახმად, ეს ფირმა მთელ მსოფლიოში მრავალი გამოძიების სამიზნეა.

„ეს არ არის ვარაუდი, ეს ძალიან სერიოზული ფაქტებია... აბსოლუტურად ზუსტად ვიცით, რომ ეს გარედან თავდასხმა იყო... რადგან ესპანეთში, ჩვენს მსგავს დემოკრატიაში, ასეთი ჩარევები ოფიციალური ორგანოების მხრიდან და სასამართლოს ნებართვით ხდება“, თქვა საპრეზიდენტო მინისტრმა ფელიქს ბოლანოსმა.

მან არ თქვა, რომ ესპანეთის ხელისუფლებას უკვე აქვს რაიმე მინიშნება იმაზე, თუ თავდასხმა საიდან დაიწყო ან ამის უკან რომელიმე ქვეყანა თუ დგას.

ბოლანოსმა თქვა, რომ სანჩესის ტელეფონზე მიყურადება 2021 წლის მაისში, რობლის ტელეფონზე კი იმავე წლის ივნისში მოხდა.

„ორივე ტელეფონიდან მონაცემების გარკვეული მოცულობა“ წაიღეს, თქვა მან.

ჰაკერული თავდასხმა არა პირად, არამედ სახელმწიფოს მიერ გაცემულ სამსახურებრივ ტელეფონებზე მოხდა.

ბოლანოსმა თქვა, რომ ექსპერტები ამოწმებენ, ესპანეთის მთავრობის სხვა წევრების ტელეფონებიც „პეგასუსით“ თავდასხმის სამიზნე ხომ არ აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG