ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში გაიხსნა კიბერუშიშროების ცენტრი


ამერიკაში კომუნიკაციების, ფინანსების, ჯანდაცვისა თუ სხვა სფეროების შესახებ ყოველგვარი ინფორმაციის შენახნვა კომპიუტერთაა დაკავშირებული. ის, რომ ამერიკა ტექნოლოგიებზე დიდადაა დამოკიდებული შეერთებულ შტატებს კიბერთავდასხმის ერთ-ერთ მთავარ ობიექტად აქცევს:

„ჰაკერები ფედერალურ თუ ადგილობრივ ქსელებში შეღწევას ლამობენ. ჩვენდამი მტრულად განწყობილ სხვადასხვა სახელმწიფოთა მთავრობები აგრესიული კიბერომის წარმოების სტრატეგიას სახავენ. კერძო სექტორის ეკონომიკური ჯაშუშობა აზარალებს ამერიკულ კომპანიებს“. განაცხადა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა.

შეერთებულ შტატებში მთავრობისა და კერძო სექტორის უკეთესად დაცვის მიზნით ქვეყნის შინაგანი უშიშროების დეპარტამენტმა ახალი კიბერუშიშროების ცენტრი აამოქმედა.

ცენტრის საზეიმოდ გახსნის ცერემონიაზე, შეერთებული შტატების შინაგანი უშიშროების მდივანმა ჯენეტ ნაპოლიტანომ განაცხადა, რომ ახალი უწყება მთავრობას კომპიუტერული ტერორიზმისა და სხვა კიბერსაშიშროებების წინააღმდეგ ბრძოლის უკეთეს საშუალებას მისცემს:

„ეს ცენტრი დროულად გაიხსნა, იგი კრიზისულ სიტუაციებთან და სერიოზულ კიბერინციდენტებთან გამკლავებაში შეგვიწყობს ხელს“ სთქვა მდივანმა.

მდივნის მოადგილემ კიბერუშიშროებისა და კომუნიკაციების დარგში გრეგორი შაფერმა განაცხადა, რომ ახალი ცენტრი შეერთებულ შტატებს ბვუნებრივი კატასტროფების დროსაც კი ბევრად უფრო დაცულს გახდის.

შაფერის თქმით, ცენტრი კიბერთავდამსხმელების ადგილმდებარეობას იმაზე ბევრად უფრო ზუსტად ამოიცნობს ვიდრე ეს დღეს ხდება:

„ამ განყოფილებების გაერთიანებით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რეაგირება სხვადასხვა საშიშროებებზე ბევრად უფრო დაჩქარდება და გამოპასუხებაც ბევრად უფრო ეფექტური იქნება“. განაცხადა ბატონმა გრეგორი შაფერმა .

იმისათვის, რომ შეერთებული შტატები უკეთესად დაიცვან ტექნოლოგიური თავდასხმებისგან, სწორედ ტექნოლოგიების განვითარებაა აუცილებელი.

XS
SM
MD
LG