ესპანეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პამპლონაში ხარების ტრადიციული რბოლა გაიმართა. კვირას, ყოველწლიური ფესტივალის პირველ დღეს, ფათერაკის მოყვარული ესპანელები ქალაქის ვიწრო ქუჩებში ხარების წინ გარბოდნენ.
რბოლა ტრადიციულად დაახლოებით 850 მეტრის მანძილზე მიმდინარეობს და ხარების არენაზე სრულდება, სადაც მათ მატადორებთან ორთაბრძოლა ელით. მონაწილეთა სიმრავლის მიუხედავად, ექიმებს დახმარების აღმოჩენა მხოლოდ 4 მსუბუქად ტრავმირებული ადამიანისთვის მოუწიათ.
ხარების რბოლისადმი ინტერესი მსოფლიოში მას შემდეგ გაიზარდა, რაც მის შესახებ ნობელის პრემიის ლაურიატმა მწერალმა, ერნესტ ჰემინგუეიმ წიგნი დაწერა. ის პამპლონას გასული საუკუნის 20-იან წლებში ესტუმრა და ესპანელთა ტრადიციული ფეტივალი რომანში „და ამოდის მზე“ აღწერა.