ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთში ვირუსით გარდაცვლილითა რაოდენობამ ისევ იმატა


ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა გასული ღამის შემდეგ ისევ მოიმატა. ამის პარალელურად კი განცხადებები გაკეთდა იმის შესახებ, რომ თუ ქვეყანაში შეზღუდვები მაისამდე გაგრძელდება, მაშინ ეკონომიკის 9%-იანი ვარდნა დაფიქსირდება.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში 757 ადამიანი გარდაიცვალა. უკვე მეორე დღეა, რაც ესპანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ იზრდება. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში 14,555-ია. იტალიის შემდეგ, ეს ყველაზე მაღალი რიცხვია მსოფლიოში.

მიუხედავად ამისა, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რიცხვები მაინც შემცირებისკენ მიდის. "არ არსებობს კარგი რიცხვები, როდესაც გარდაცვალებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ახლა, შემცირების ფაზაში ვართ", თქვა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მრჩეველმა, ბრიუს აილვარდმა განაცხადა, რომ ესპანეთში, კორონავირუსის აფეთქება "ნამდვილად ნელდება", მაგრამ თქვა, რომ ახლა ზედმეტი ოპტიმიზმიც დამღუპველი იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG