ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთში კვირას საყოველთაო არჩევნები გაიმართება


ესპანელები, ბოლო ოთხი წლის მანძილზე, უკვე მესამედ მივლენ საარჩევნო უბნებზე. სავარაუდოდ, ისინი ევროპულ ტენდენციას გაჰყვებიან და ტრადიციულ პარტიებს, პოპულისტურ მოძრაობებს არჩევენ. მიმომხილველები საუბრობენ იმაზე, რომ კვირის არჩევნების შედეგებს, დანაწევრებული პოლიტიკური სპექტრიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე, ვადამდელ არჩევნები მოჰყვება.

„რთული იქნება სტაბილური საკანონმდებლო უმრავლესობის ფორმირება მომავალ წლებში“, - ამბობს ივან ლამაზარესი სალამანკას უნივერსიტეტიდან.

წინასაარჩევნო კლევების მიხედვით, პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ლიდერობს. მისი სოციალისტური პარტია ალბათ ხმების უდიდეს ნაწილს მიიღებს.

ესპანეთში წინასაარჩეევნო გარემო სავსეა დაპირისპირებით და სახელმწიფოებრივი ღალატის ბრალდებებით. ულტრა-ნაციონალისტური პარტიის „ვოქსის“ წარმატება არჩევნებს კიდევ უფრო დაძაბულს ხდის. "ვოქსმა" ანდალუზიის რეგიონურ საპარლამენტო არჩევნებში მე-12 ადგილი მოიპოვა.

კვირის არჩევნებში წარმატება, სანჩესისთვის დიდი წარმატება იქნება. გასულ წლამდე სოციალისტები შიდა დაპირისპირებაში იყვნენ ჩართულნი და ჯერ ისევ ორი საარჩევნო წარუმატებლობის გადალახვას ცდილობდნენ. კვლევების მიხედვით, სანჩესის პარტია ხმების 30 პროცენტს მიიღებს. თუმცა, სავარაუდოდ, ვერ მოიპოვებს მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობას და კოალიციაში გაერთიანებას შეეცდება. კოალიციური მთავრობა ესპანეთისთვის 1977 წლიდან, დემოკრატიის აღდგენიდან მოყოლებული, პირველი იქნება.

2015 წლამდე ხელისუფლებისთვის ესპანეთში ერთმანეთს ორი მთავარი პარტია, სოციალისტები და კონსერვატიული სახალხო პარტია უპირისპირდნებოდნენ. ორივევე პარტიას, სხვადასხვა ეტაპზე, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ზოგჯერ კატალონიელ და ბასკ ნაციონალისტებთან თანამშრომლობა უწევდა. თუმცა, პოპულისტური პარტიების აღმოცენებით, ტრადიციული ორპარტიული მოდელი შეიცვალა. რადიკალური მემარჯვე პარტია „ვოქსის" გარდა, არჩევნებში მონაწილეობას, მემარჯვენე „სიუდადანოსის“ პარტია და მემარცხენე „პოდემოსი“ იღებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG