ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთში კოვიდ19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება


მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში 200 000-ზე მეტ ადამიანს კორონავირუსი დაუდასუტრდა და ტესტირების სიხშირე იზრდება, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის კლება შეინიშნება.

ჯანდაცვის მინისტრი ფერნანდო სიმონი ამბობს, რომ ახალი დაინფიცირებულებს, რომლებიც ქვეყანაში ფიქსირდებიან, არ აღენიშნებათ მძიმე სიმპტომები და მათი მკურნალობა შედარებით მარტივია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით შემცირებულია ჰოსპიტალიზირებული მოქალაქეების რაოდენობაც, რის გამოც საავადმყოფოები გადატვირთული აღარ არის და მედპერსონალი უფრო ეფექტურად მუშაობს. სამინისტროში ამბობენ, რომ მაჩვენებლები იმაზე სწრაფად იკლებს ვიდრე ისინი ვარაუდობდნენ.

ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობის შემცირებასთან ერთად ესპანეთის ეკონომიკური მაჩვენებლებიც მცირდება. ქვეყანამ ევროპაში ყველაზე მკაცრი შეზღუდვებით ვირუსის გავრცელება შეაჩერა თუმცა ამან ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური ბანკი ავრცელებს.

სპეციალისტების პროგნოზით, ესპანეთის ეკონომიკა 6.8-12.4 პროცენტით შეიკუმშება. სწორედ ამიტომ ესპანეთში საწარმოო და სამშენებლო სექტორს უფლება მიეცა მუშაობის განახლების, თუმცა ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს შეზღუდვები, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ სახლიდან ვერ გამოდის.

არ არის გამორიცხული საგანგებო მდგომარეობა ესპანეთში 9 მაისამდე გაგრძელდეს.

ესპანეთში კოვიდ 19-ით, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ყველაზე მეტი დაინფიცირებულია. გარდაცვლილია 20 000-ზე მეტი ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG