ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს კატალონიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს და მეტროს სადგურების პარალიზება მოახდინეს. დემონსტრანტები ესპანეთის პოლიციის მიერ კვირას რეფერენდუმის ჩაშლას აპროტესტებდნენ.

კატალონიის პროფკავშირები მოსახლეობას მოუწოდებენ ხმა აიმაღლონ ესპანეთის პოლიციის მიერ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩაშლის წინააღმდეგ.

აქციების შემდეგ დახურულია ადგილობრივი ბიზნესები, სკოლები და სამედიცინო ობიექტები. პროტესტს შეუერთდა ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ და დაგეგმილი ღონისძიებები ერთი დღით გააუქმა.

კატალონიის მთავრობის წარმომადგენლების ინფორმაციით, 900-მდე ადამიანი დაშავდა რეფერენდუმის ძალისმიერი დარბევისას. კატალონიის რეფერენდუმი ესპანეთის სასამართლოებმა არაკონსტიტუციურად სცნეს.

ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლის ენრიკ მილოს თქმით, მთავრობა წუხს მომხდარ ძალადობაზე, თუმცა „მოქალაქეების საფრთხის წინაშე დაყენებაში“ ის კატალონიის მთავრობას ადანაშაულებს. „არაფერი მოხდებოდა მთავრობას ამბოხება რომ არ დაეწყო,“ განაცხადა მილომ.

ევროპის კავშირის მეთაურმა დონალდ ტუსკმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის მოუწოდა თავიდან აიცილონ „დაძაბულობა და ძალის გამოყენება.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG